Poetry

Zurab Rtveliashvili

ქერუბიმი

 

მე მარად მზად ვარ

შეჰრაზადა

როგორც მოზარდმა

უზნეო მზერით მოვიზომო შენი სხეული...

ხედავ, ჩემ მუზას

გაბრწყინებულს უმუზარადოდ,

ვაქციე ფერფლად

პოეზიის მავზოლეუმი.

თოფი კი არა,

თაფლი მინდა

გავხდე ამ თვეში,

ათასში მხოლოდ ერთი მახსოვს

ღამის ზღაპარი -

ვწევარ ჩვილივით დაუცველი

შენს თეთრ კალთაში

და ამ ზღაპრიდან ვერ ვიპოვე

გამოსავალი.

არამზადა ვარ შეჰრაზადა

და

ვიცი ზუსტად

რომ ზარატუსტრაც ვერ გაუძლებს

შენ მზაკვრულ მზერას

და

მიზეზების არ მთავრდება

მძვინვარე ნუსხა

ცხელ მუზარადზე

მოვიზომო

შენი სხეული...

 

Copyright Zurab Rtveliashvili © All Rights Reserved